დავით სერგეენკო – სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება

სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

თუმცა, უფრო კონკრეტულად, რამდენით შემცირდება ხარჯები და ადამიანური რესურსი, სერგეენკო საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჯერ გაერთიანებული უწყებების მინისტრებს სტრუქტურის დეტალურად ჩამოყალიბების საშაულება უნდა მიეცეთ.

„სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება. მინიმუმ შემცირდება მინისტრები და ნაწილი მოადგილეების, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯები. ადმინისტრაციული მართვის ინსტრუმენტები გაერთიანდება გაერთიანებულ სამინისტროებში. რაც შეეხება უფრო დეტალიზებულ ჩაშლას, თუ რამდენი იქნება ეს შემცირება, უნდა მივცეთ გაერთიანებული სამინისტროების მინისტრებს იმის საშუალება, რომ დეტალურად ჩამოყალიბონ სტრუქტურები, გააკეთონ გათვლები და ამის შესახებ შემდეგ მოგვახსენონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი: რუსეთი ცდილობს დასავლეთის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას
შემდეგი სტატია,,პენსიის ოდენობა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 50-60% მაინც, ანუ 500-600 ლარი”