დავით სერგეენკო – ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საკითხზე ფართო მსჯელობაა საჭირო და ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში უცვლელია.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მართლაც კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რომ არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება – ჩვენი პოზიცია იგივეა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა კანონპროექტი მოამზადა. პარლამენტში კანპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ადვოკატი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : გოგა ონიანის დაკავება გამოწვევაა არა მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის