დავით სერგეენკო : ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია და დღეს მას პარლამენტის წევრებს წარუდგენს- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს:

“პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე – ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე – არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის.

banner
წინა სტატიაშიმოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები პირველ კორპუსში შემოიჭრებიან -კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიაგასულ წლებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია – ნანუაშვილი