დავით სერგეენკო: ჩემთვის ცხადია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა

ჩემთვის თავისთავად ცხადია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობაა და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს იგი ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას.

„ჩემთვის პირადად თავისთავად ცხადი რამეა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა. ეს პარლამენტის პრეროგატივაა, თუ ისინი ჩათლიან საჭიროდ, რომ ეს იმდენად საკამათო საკითხია, რომ რეფერენდუმი სჭირდება, ალბათ, პარლამენტის წევრები შეაფასებენ ამას. ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი რამ არის და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძე: პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: არაფერი პირადი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი