დავით სერგეენკო – არ ვარ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან ჩოგბურთის სათამაშოდ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პაატა ბურჭულაძის პარტიის – „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბრალდებას ეხმაურება, რომელიც წინასაარჩევნოდ, სამინისტროს მხრიდან 156 ათასი ადამიანისთვის სოციალური დახმარების გაცემას ეხება.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრი მოუწოდებს პაატა ბურჭულაძის პარტიას, ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება, არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაეყრდნონ.

“რაც შეეხება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მე ნამდვილად არ ვარ განწყობილი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ჩოგბურთის სათამაშოდ. ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ და ასეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება, არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაყრდნონ. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებშია. თვეში ცვლილებები პლუს-მინუს 5 ათასის ფარგლებშია. მათ ეს 156 ათასი უბრალოდ საიდანღაც მოიფიქრეს და ძალიან ვთხოვ, რომ რამე ქმედითით დაკავდნენ, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციებით“,- აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნება”, “რესპუბლიკელები” და “ნაცებიც” უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან
შემდეგი სტატიაგუშინ, კიდევ ერთხელ განმტკიცდა რწმენა, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობით მოვა – გუგული მაღრაძე