დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

დავით სერგეენკო „ინგოროყვას კლინიკაში“ მივიდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი.

„მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც „ინგორყვას კლინიკაში“ ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე მოინახულა.

მისივე განცხადებით, ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული,ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. დანარჩენებს აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. სერგეენკომ სამი პაციენტი მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებულების რიცხვი 4-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია(Video) დავით ბაქრაძე : ქვეყანაში, სადაც ქუჩაში ისვრიან და აფეთქებენ, ხელისუფლება უნდა წავიდეს