დავით სანაკოევი: სამხრეთ ოსეთში დაკარგული ადამიანები საქართველოში არიან

samxr-oseti-sazgvariსამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმაგანაცხადეს , რომ დე-ფაქტო საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ორი მოქალაქე დაიკარგა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინციდენტების აღმოფხვრისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ მომხდარის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მცხოვრებმა, განაცხადეს, რომ საზღვრისპირა სოფელ ბესტაევის მკვიდრი და მისი სტუმარი, გვარად ბაგაევი, დააკრგულები არიან. თანასოფლელების თქმით, ორი მამაკაცი წუხელ, 6 ივლისიდან არ ჩანან. ბოლოს ისინი საზღვრიდან მოშორებით დაინახეს.
“ჩვენ ქართული მხარის ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების “ცხელ ხაზზე” დავრეკეთ. მათ დაადასტურეს, რომ ჩვენი მოქალაქეები მათთან არიან. მომხდარის დეტალები ცნობილი არ არის. საკითხზე ვმუშაობთ” – განაცხადა სანაკოევმა -წერს “ეხო კავკაზა”.

banner
წინა სტატიაშიშუა სეზონზე აფხაზეთს ტურისტები ტოვებენ
შემდეგი სტატიაარჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს