დავით სანაკოევი: აღდგომაზე გამშვები პუნქტის გარდა სხვა ნებიემიერი გადაადგილება საზღვრის დარღვევად ჩაითვლება

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ათზე მეტი საკითხი განიხილეს. ქართულმა მხარემ გააპროტესტა ე.წ. საზღვრის მავთულხლართებითა და ბანერებით მონიშვნის სამუშაოები. გარდა ამისა, ასევე ისაუბრეს გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების თაობაზე.

“13 ადამიანი იყო დაკავებული. მათგან ცხინვალის ციხეში დღეს მხოლოდ 2 დარჩა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ტირიფონის სარწყავი არხის იმ სეგმენტის რეაბილიტაციის შესაძლებლობები., რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს. გარდა ამისა, ასევე ვისაუბრეთ რომ აღდგომის დრესასწაულზე ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მოინახულონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მათი წინაპრების საფლავები. ამ თემაზე ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით”-განაცხადა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

ოსური მხარის წარმომადგენლის დავით სანაკოევის განცხადებით, ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ჩატარებული აუცილებელი ქმედებების შემდეგ გადასცემენ ქართველ ძალოვნებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე აღდგომის პერიოდში ქართველი მოსახლეობის გადაადგილების შესძლებლობებს, სანაკოევის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ იმ გამშვები პუნქტებით, რომლითაც მანამდე სარგებლობდნენ. სხვა ყოველგვარი გადაადგილება მისი განცხადებით საზღვრის დარღვევად ჩაითვლება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ შესაძლოა, თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება მაისის დასაწყისში წარადგინოს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას არ სურს დაფინანსება, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა