დავით საყვარელიძემ უკრაინის გენპროკურორთან დაპირისპირება მოიგო…

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ და მისმა ახალგაზრდა პროკურორთა ჯგუფმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პროკურატურის ძველი კადრებსა და თავად გენპროკურორ ვიქტორ შოკინთან მიმდინარე დაპირისპირებაში…
გუშინ უკრაინის რადას ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მოსმენა მოუწყო საყვარელიძესა და ვიტალი კასკოს, ასევე მათი ჯგუფიდან პროკურატურის რეინჯერებს… შედეგად, ანტიკორუფციული კომიტეტის დეპუტატებმა შოკინს მისი მოადგილეების ვლადიმერ გუზირისა და ვიქტორ სტოლიარჩუკის გადაყენება მოსთხოვეს, ხოლო რადას თავად გენპროკურორ შოკინის გადაყენება...

რადას დეპუტატებს დავით საყვარელიძემ თავიდანვე განუცხადა, რომ ყველა საქმე, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ პროკურორთა ჯგუფის მიმართ აღძრული იყო, თავად შოკინის მიერ საბოლოოდ იქნა დახურული, რადგან მას და მის ჯგუფს პრეზიდენტ პოროშენკოსა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისაგან სრული მხარდაჭერა გააჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ სისტემიდან წინააღმდეგობას გრძნობს.

დეპუტატების განცხადებაზე, ,,ხომ არ მოგაშოროთ გენერალური პროკურორი შოკინი, რათა კორუფციასთან მებრძოლ მამაც ახალგაზრდა პროკურორებს უფრო გაგიადვილდეთ მუშაობა?,, საყვარელიძემ უპასუხა:

,,არსებობენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვიქტორ შოკინი ათწლეულების მანძილზე მუშაობდა…  მათ მეგობრობა და პროფესიული ურთიერთობები აკავშირებთ. ერთ მხარეს ისინი დგანან და მეორე მხარეს ახალგაზრდა პროკურორები, რომლებიც მზად არიან რადიკალური ნაბიჯები გადადგან… ბატონმა ვიქტორმა უნდა გადაწყვიტოს ვის მხარესაა ის. გუშინ მან ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. მე მას მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ სამართლიანობას დაუჭირა მხარი და იმ ხალხს, ვინც მზადაა ყოველგვარი კომპრომისის გარეშე დაანგრიოს კორუმპირებული სისტემა,,

დავით საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას გენპროკურორის პოსტის დაკავების სურვილი არ ამოძრავებს და უთანხმოებაც იმ დონეზე არააქვს შოკინთან, რომ მასთან მუშაობა ვერ შეძლოს.

ანტიკორუფციული კომიტეტის წევრებმა მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც გენერალურ პროკურორს ვიქტორ შოკინს ურჩიეს, სასწრაფოდ გაანთავისუფლოს მისი 2 მოადგილე და ის პროკურორები, რომლებიც კორუმპირებულები ჩინოვნიკების სამეში წინააღმდეგობას უწევდნენ საყვარელიძის ჯგუფს და განაცხადეს, რომ ამ მითითებების შესრულება იქნება ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად შეუძლია შოკინს მართოს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

 www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“კრიმინალი ოლიგარქის მმართველობა გადაიზარდა ტერორისტულ სტადიაში,“ – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატია„ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ, არცერთი ბანერი არ გადმოსულა“