დავით საყვარელიძე: კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, კარგად გაეცანით, საიდან ვარ

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, კარგად გაეცანით, საიდან ვარ, – ასე ეხმაურება უკრაინის გენერალური პროურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვრელიძე ხარკოვში მისთვის „ზელიონკის“ შესხმას.

„მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ასე მარტივად ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასეთი გამოხდომებით ვერ შეგვაშინებთ. ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია. მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ “ზელიონკას”. ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ”,- წერს დავიტ საყვარელიძე „ფეისბუქზე“.

დავით საყვრელიძე „ზელიონკა“, ბრილიანტის მწვანე ხარკოვში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ შესახეს.

14937906_668540486639475_553815384_n

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია
შემდეგი სტატია“გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავეები აგებენ პასუხს”- კალაძე გადატრიალების მცდელობაზე