დავით საგანელიძე: „სტარტაპ საქართველო“ ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას

პროექტი „სტარტაპ საქართველო“ ხელს შეუწყობს იმ ინოვაციური იდეების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა პიროვნებებს გააჩნიათ, – ამის შესახებ საპარტნირო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

ტექნოპარკში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე საგანელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროექტისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა შესაძლოა ეს თანხა 35 მილიონამდე გაიზარდოს.

„ამ შემთხვევაში 10 მილიონი გამოყოფილია საპარტნირო ფონდიდან – 1 მილიონი “ტექნოპარკისგან”. იქნება ორი ტიპის პროექტი, ყველა საბოლო ჯამში იქნება ინოვაციური, პიროვნებას 10% ექნება ვალდებულება თანადაფინანსების, 90% დაუფინანსებს „სტარტაპ საქართველო“, რომელიც შვილობილი კომპანიაა საპარტნიორი ფონდის. მონაწილეობა მისი წილობრივი იქნება 50% იმ პიროვნების, ვინც შემოვა იდეაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელსაც ტექნოპარკი განიხილავს, უფრო მაღალი კატეგორია ექნება იდეებს, იქ თანადაფინანსება შეიძლება სულ არ იყოს მონაწილის ვალდებულება, ხოლო მისი მონაწილეობა პროექტში შეიძლება იყოს 100% და ჩვენ სრულად მივცეთ მას თანხა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე ძირითადად ახალგაზრდები დასაქმდებიან. პროექტი შესაძლოა რეგიონებშიც განხორციელდეს.

banner
წინა სტატიაში“ვიწყებთ ბრძოლას ამ კრიმინალური სტრუქტურების წინააღმდეგ”- ლეიბორისტების აქცია “შანგრილასთან”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესის დაწყება საწყისი კაპიტალის გარეშე იქნება შესაძლებელი