დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს

იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს.
როგორც საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა, მტკიცებულება ეხება ექსპერტიზის დასკვნას.

მისივე თქმით, ექსპერტიზა ჩაუტარდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ქუთელიას მობილურ ტელეფონს.

”მიმდინარეობს მტკიცებულებების მოკვლევა, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების. დამატებითი მტკიცებულება ეხება ექპსერტიზის დასკვნას. ეს არის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა და ფოტომასალა”, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავვამ.

დაცვის მხარის თქმით, ისინი არ იცნობენ აღნიშნულ მტკიცებულებას და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რათა გაცნობოდნენ მტკიცებულებას.

”საჭიროა გავეცნოთ მასალას. ექსპერტიზის დასკვნა თავისთავად არასრულყოფილია, თუ მას მტკიცებულება არ ახლავს. ამ მტკიცებულებას ჩვენ არ ვიცნობთ, გავეცნობით და საკუთარ პოზიციას შემდეგ სხდომაზე დავაფიქსირებთ”, – განაცხადა ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა ლელა ქოჩიაშვილმა.

დავით როსტომაშვილის თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები არიან ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი : გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე საქართველოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
შემდეგი სტატიაუკანონოდ ნიშანდადებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების 2 ფაქტი გამოავლინეს