დავით ნარმანია:პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია

narmaniaპატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია, ეს აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს შემდეგ განხილვებს ხელისუფლებაში და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.
ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების თაობაზე ინიციატივას.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება განხილვების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. “სწორედ იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

banner
წინა სტატიაში„საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება“
შემდეგი სტატია,,თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა”