დავით ნარმანია: რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მუშაობა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსაღდგენად.

როგორც დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს.

„რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ქალაქს მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებული გზების რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა სოფელ ბრეძას მკვიდრი 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიათურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, ერთ დაწესებულებაში განთავსდებიან