დავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ ჩვენს საქმიანობაში

„ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ ჩვენ საქმიანობაში სხვადასხვა საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა უხეში გამოხტომებით,-განაცხადა დავით ნარმანიამ მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსგავსი ორგანიზაციების ამოცანა არ აირს საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი.

“ჩვენ არ ვუგდებთ მათ ყურს, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რადგან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი. ყველა ორგანიზაციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ვთანამშრომლობთ, ოღონდ ეს უნდა იყოს კონსტრუქციულ და არა ხელის შემშლელ ფორმატში”- აღნიშნა ქალაქის მერმა.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა.

„თავისუფალი ზონის“ წევრმა ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა.

„ძველი ბიჭი ხარ თუ ქალაქის მერი ხარ“. „რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი იმაზე გაგვეცი პასუხი“, – მიმართა „თავისუფალი ზონის“ წევრმა დედაქალაქის მერს.

დაცვის თანამშრომლებმა ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში“ყველა ცარიელი ბიულეტენი მიდის იმ პოლიტიკური ძალის ყულაბაში, ვის გამოც არჩევნებზე არ მიხვალთ”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: რამდენიმე ხის მოჭრაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ