დავით ნარმანია : „მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე”

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება ხვალ უნდა გააკეთოს.

საქართველოს ახალი მთავრობა მომავალი კვირიდან უკვე უნდა ჰყავდეს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების დიდი ნაწილი ადგილებს შეინარჩუნებს, ნაწილს კი ახალი წევრები ჩაანაცვლებენ.

მოსალოდნელ ცვლილებებზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ისაუბრა.

„მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე, ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. გარკვეული შემადგენლობა განახლდება და განახლებული შემადგენლობით ძალიან აქტიურად შეუდგება საქართველოს მთავრობა მუშაობას იმ ძირითადი მიმართულებით, რა მიმართულებებიც აქვს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დასრულდა