დავით ნარმანია მთაწმინდის პარკის შესასვლელთან ხეების მოჭრას დაავადებული ხეების გამოხშირვის სამუშაოებით ხსნის

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მერია დაავადებული ხეების გამოხშირვის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული კომენტარი დედაქალის მერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, მთაწმინდის პარკის შესასვლელთან ხეები არის მოჭრილი.

“თბილისის შემოგარენში ძალიან ბევრი ხე არის დაავადებული და გამხმარი. თბილისის მერია დაავადებული ხეების გამოხშირვის სამუშაოებს ახორციელებს, რათა მათ არ დააავადონ საღი ხეები”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, 2016 წელს დასარგავი ხეების და გამწვანების პროგრამების თაობაზე პრეზენტაცია 25 თებერვალს იგეგმება.

“მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა უბნებსა და ტერიტორიაზე 180 000-ზე მეტი ხე დაირგვება. შესწავლილია ნიადაგი, შერჩეულია ჯიშები, შესყიდვის პროცედურები განხორციელებულია, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეობს. ასე რომ, 2016 წელსაც გამწვანების ღონისძიებები ძალიან ინტენსიური იქნება, ისევე, როგორც ეს იყო 2015 წლის განმავლობაში, რათა კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ 1 მილიონი ხის პროექტს, რომელიც მე წინასაარჩევნოდ ნავაანონსე”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე – ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს