დავით ნარმანია მის მოადგილესთან მიმდინარე საპარლამენტო აქტივობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ადასტურებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის მოადგილესთან გიორგი ლილუაშვილთან მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები მის შესაძლო საპარლამენტო აქტივობასთან დაკავშირებით.

ნარმანიას თქმით, გიორგი ლილუაშვილი ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება. მისივე თქმით, ლილუაშვილის შესაძლო მაჟორიტარობის შემთვევაში, ჯერ უცნობია ვინ დაიკავებს მის ადგილს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

სავარაუდოდ, გიორგი ლილუაშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იმერეთში ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დღეს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიაღსრულების ბიუროს ეზოში დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე იქნებიან