დავით ნარმანია მერიაში დიდ საკადრო წმენდას იწყებს?!

meriaვის უბრახუნა მუშტები მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა და ვინ დაკარგავს სავარძელს

 

„ოცნების“ ხელისუფლებისთვის ფლორა აქილევსის ქუსლია. ხე ტიტას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვიღაც-ვიღაცები თბილისის მოქმედ მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებას, დედაქალაქში მილიონ ხეს დავრგავო, წამდაუწუმ იხსენებენ და ბატონ მერს ამუნათებენ, შენი დარგული მილიონი კი არა, თუნდაც 500 ათასი ხე გვაჩვენეო.

 

ისე, ობიექტურობითვის უნდა ითქვას, რომ მილიონი ხის დარგვას გარკვეული  დრო სჭირდება. ბატონ ნარმანიას კი თავისი უფლება-მოსილების ამოწურვამდე ჯერ კიდევ საკმაო პერიოდი აქვს და, შესაბამისად, არ უნდა გაგკვირდეს, თუ მილიონი ნერგის დარგვას მართლაც  შეძლებს.

 

გარდა ამისა, იმის დროს, როცა ქვეყანაში სერიოზული პროცესები ვითარდება, მაგალითად, ყველა დონის ექსპერტი იმის მარჩიელობა-მკითხაობაშია, „რესპები“ კოალიციას დატოვებენ თუ არა, ზოგმა შეიძლება, თქვას, რა დროს ფლორა და თბილისის გამწვანებაზე ლაპარაკიაო, მაგრამ ჯერ ერთი, ხომ გაგიგიათ ქართული სიბრძნე, თუ ცხოვრებაში ერთ ხეს მაინც დარგავ, შეგიძლია, თამამად თქვა, რომ ამ ქვეყნად შენი მისია შეასრულეო.

 

მეორეც, როგორც ჩვენთვის სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ „რესპების“ კოალიციიდან წასვლა-არწასვლაზე მეტად ხვალ-ზე მერიაში დაწყებული დიდი საკადრო წმენდა გასკანდალდეს.

 

გაიტერსებთ, რაშია საქმე? რაშია, ბატონებო და, – როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ნარმანია დედაქლაქის მერიაში დიდ საკადრო წმენდას გეგმავს. ამავე წყაროს მონაცეებით, წმენდა თბილისის გამწვანების სამსახურს შეეხება, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ნარმანიას გამწვანების სამსახურის უნიათობა და უხერხემლობა, თურმე, ყელში ამოუვიდა და თბილისის მთავრობის ბოლო სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დახურულ კარს მიღმა გამართულა,მაგიდაზე სულ მუშტები უბრახუნებია.

 

„ახლა, ერთი შეხედვით, დათო იმ კაცს არ ჰგავს, რომ ვინმეს უყვიროს და მუშტები უბრახუნოს, მაგრამ მოთმინების ფიალა ზოგჯერ ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანსაც ევსება ხოლმე. ჰოდა, ნარმანიამაც ითმინა, ითმინა, ეგონა, გამწვანების სამსახური საქმეს მიხედავდა, რამდენჯერმე მშვიდად და წყანარადაც მიანიშნა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაიძრა. ამასობაში კი, გაზაფხულიც მიილევა. გამწვანების სამუშაოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო კი სწორედ გაზაფხულია. ამიტომ, დაყვავებამ რომ არ გასჭრა, ნარმანია, შეიძლება ითქვას, პირდაპირ, მუქარაზე გადავიდა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებით გეუბნებით, რომ გამწვანების საქალაქო სამსხურის ხელმძღვანელობას საბოლოო გაფრთხილება მისცა და დაჰპირდა, რომ თუ დაკისრებულ მოვალეობას ორ-სამ დღეში არ შეასრულებს, თბილ და რბილ პოსტებს გამოემშვიდობება,“ – გვითხრა ჩვენმა წყარომ, რომელსაც მერიის სტრუქტურებში არათუ დიდი სანაცნობო ჰყავს, არამედ, დედაქლაქის სამეურნეო-პოლიტიკური ცხოვრების კულუარებშიც კარგად ერკვევა.

 

ჩვენი ინფორმატორი პრივატული საუბრის დროს იმასაც აღნიშნავს, რომ ნარმანიასგან შენიშვნის მიცემა სახუმარო არ არის და ეს ყველზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვინც თბილისი მერიის არქიტექტურის სამსაურში მუშაობენ.

 

„ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძიათ, არქიტექტურის ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელს ჰკითხოთ და ისიც გეტყვით, თუ რა მოჰყვა დავით ნარმანიას დავალებების არშესრულებას. საქმე იმაშია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ანალოგიური მიზეზით, ანუ მხედველობაში უნიათობა მაქვს, ნარმანიამ არქიტექტურის სამსახურის „ვერხუშკაც“ დაითხოვა. ზოგადად, არქიტექტურის სამსახურის მერიის სტრუქტურაში ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიული სამსახურია და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მთელი თბილისი „კორპუსების სასაფლაოს“ ჰგავს. ახლა, ვერ ვიტყვი, რომ „ნაციონალების“ ტრადიცია ახლაც გრძელდება და მშენებლობების ნებართვები „უპრაგუნოდ“ გაიცემა, მაგრამ ამ სამსახურში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ამას, როგორც ჩანს, ნარმანიაც ამჩნევდა და შესაბამისად, „არქიტექტურაში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო – პირველ ეტაპზე ამ სამსახურიდან რამდენიმე პასუხისმგებელი პირი დაითხოვა, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა და, როგორც ვიცი, თანმდებობას კიდევ რამდენიმე ბობოლა გამოთხოვება,“ – აღიშნავს ჩვენთან კონფედენციალური საუბრის  დროს ინფორმირებული წყარო.

 

რაც შეეხება გამწვანების სამსახურის, როგორც წყაროსთან საუბრით გავარკვიეთ, თბილისის არჩეული მერის ყველაზე დიდი უკმაყოფილება აღმაშენებლის ხეივნის მოწესრიგებას გამოუწევია.

 

ასევე, ნარმანია, როგორც ინფორმატორმა აღნიშნა, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოებითაც არის უკმაყოფილო და საყვედური მხოლოდ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობისთვის კი არა, თავისი მოადგილისთვისაც უთქვამს, რომელიც ამ საქმის კურატორია.

 

„უკმაყოფილება რბილი სიტყვაა, რადგან ასეთი გაბრაზებული დათო არასოდეს მინახავს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს წყარომ, რომელიც დანამდვილებით ამბობს, რომ ქეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ამ დღეებში მერიაში დაწყებული საკადრო წმენდა გადაფარავს.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციები, როგორც წესი, უტყუარია ხოლმე, მისი ნათქვამი ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, გამართლდება, რაც ნარმანიაზე გავრცელებულ მითს ბოლოს მოუღებს. ყოველ შემთხვევაში, სკეპტიკოსებს იმის თქმის საფუძველი მაინც აღარ ექნებათ, რომ თბილისის მერი იგივე მილიონი ხის კუთხით არაფერს აკეთებს, თუმცა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

სხვათა შორის, ჩვენი ინფორმატორი ამბობს, რომ გამწვანების სამსახურში დაწყებული წმენდა ავტომატურად სხვა სამსახურებზეც გავრცელდება.

banner
წინა სტატიაში(video) სროლები ვაშინგტონში- კაპიტოლიუმის კომპლექსი სასწრაფოდ დაიხურა
შემდეგი სტატიახობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა გერგაია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს