დავით ნარმანია: მერიაში საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ იქნება

თბილისის მერი დავით ნარმანია საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, შესაძლო საკადრო ცვლილებები მას შემდეგ მოხდება, რაც დედაქალაქის საკრებულო რეორგანიზაციის შესახებ პროექტს დაამტკიცებს.

“ორგანიზაცია უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მოქნილი სტრუქტურის ფორმირებას და მეორეს მხრივ, რასაკვირველია გარკვეული საკადრო გადაადგილებებიც გამორიცხული არ იქნება. თუმცა ეს მას შემდეგ, რაც დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს რეორგანიზაციის თაობაზე პროექტს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს აუცილებელიც იქნება,” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიგონიოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: დიახ, ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“