დავით ნარმანია: კურსთაშორის სხვაობამ რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმედს გამოთქვამს, რომ კურსთაშორისი სხვაობა უფასო სასადილოებში გამოყოფილ თანხებზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა უფასო სასადილოებში ერთ სულზე გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც 1 ლარს და 18 თეთრს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერი გასულ წელს ჩატარდა და ხელშეკრულება სამი წლის განმავლობაში გადახედვას არ ითვალისწინებს.

“ერთი მხრივ, არსებობს მინიმალური მენიუ, რაც უფასო სასადილოებში უნდა იყოს და მეორე მხრივ, არსებობს სატენდერო პროცედურები, რომლის დაცვითაც მათ ჩაატარეს ტენდერები. ჩემი აზრით, კურსთაშორის სხვაობამ რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს. თუ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა, დავსხდებით და კანონმდებლობის მიხედვით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან”
შემდეგი სტატიანინო ჩარკვიანი: 1.18 თეთრი ერთი დღის განმავლობაში როგორ შეიძლება იმყოფინოს ადამიანმა საკვებისთვის, იქნებ რეცეპტიც გაგვანდოს