დავით ნარმანია: გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში 80 ათასამდე ხე დაირგო

გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში 80 ათასამდე ხე დაირგო,- ამის შესახებ დავით ნარმანიამქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიოტორიაზე ზეთისხილის ბაღები გაშენდა. დიდი დიღმის და სოფელი დიღმის ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება,რამდენიმე ადგილას მოეწყო ქარსაცავი ზოლები.

„ასევე, ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანი, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაში იყო ატეხილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ხე მცენარეების 88 პროცენტმაგაიხარა, რაც გახარების ძალიან კარგი მაჩვენებელია,ხოლო დარჩენილი 12 % ჩაანაცვლა კონტრაქტორმა კომპანიამ. ასე რომ ქალაქის ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი”
შემდეგი სტატიასაქართველოსა და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის