დავით ნარმანია გამორიცხავს მერიაში სისტემური კორუფციის არსებობას

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მერიის თანამშრომლის დაკავების ფაქტს დავით ნამანია გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერი მომხდარის გამოძიების დასრულებას ელოდება. ნარმანია გამორიცხავს მერიაში სისტემური კორუფციის არსებობას. მისი შეფასებით, ადგილი აქვს მხოლოდ ცალკეულ ფაქტებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„დაწყებულია გამოძიების პროცესი და აუცილებელია, რომ დაველოდოთ შედეგებს. ტენდენცია ნამდვილად არ არის ესეთი. ცალკეულ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რა თქმა უნდა, იქნება მყისიერი რეაგირება ამაზე. იქ, სადაც კი შეიძლება პრაქტიკაში არსებობდეს რაიმე ფაქტი, აუცილებლად უნდა იქნას აღკვეთილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ანზორ გუნბერიძე მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს ეშინია