დავით ნარმანია: დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმედ მოსაგონარი, ემოციური დღე

დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის მერმა მიგო პატივი. დავით ნარმანიას თქმით, დევანდელი დღე ძალიან ემოციურია.

„დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმედ მოსაგონარი, ემოციური დღე. ყველანი მოვდივართ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის ბიჭები, ვის მხრებზეც გადადიოდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ისინი ნამდვილი გმირები არიან. ბევრი მსგავსი ვაჯკაცი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გვჭირდება ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც დღე და ღამე იფიქრებენ და იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, სიძლიერეზე,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას სთხოვს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული სვლა საქართველოსკენ
შემდეგი სტატია“სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია”- აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძეზე