დავით ნარმანია: აქტიური მუშაობის მიუხედავად, თბილისში მთელი რიგი მოსაგვარებელი საკითხები რჩება

ჩვენი აქტიური მუშაობის მიუხედავად ქალაქში მთელი რიგი მოსაგვარებელი საკითხები რჩება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი პრობლემები. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები. მათი სამომავლო ზრუნვის საგანი იქნება ასევე აღსაზრდელები, რადგან ისეთი ბავშვები არიან, რომლებიც საბავშვო ბაღის გარეშე დარჩნენ. ნარმანიას თქმით, აქტიურად იმუშავებენ, რათა მომავალ წელს ათი ახალი საბავშვო ბაღი აშენდეს და ეს პრობლემა მოგვარდეს. მისივე განცხადებით, ასევე არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც პერმანენტულად მათი მხარდაჭერა სჭირდებათ.
“თითოეული მათგანის განცხადებები ჩვენი მხრიდან დაექვემდებარება რეაგირებას და დავეხმარებით თითოეულ მათგანს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ამბობს ოქროპირიძე ღორივით უნდა დავკლაო” – ახალი მოწმე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: ქართულ ოცნებას სურს ისე მიჭრა-მოჭრას ოლქები, რომ თავის თავზე მოირგოს