დავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება. ამის შესახებ კომენტრაი დედაქალაქის მერმა გააკეთა:

„მომდევნო წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები რამდენიმე მილიონი ლარით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო წინა წელს. ანუ ყოველი შემდგომი წელი ჩვენთვის არის კიდევ უფრო მეტად, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და ამ ყველაფრის ქალაქის სასიკეთო პროექტებზე მიმართვის წელი. ამიტომაც, მოვახერხეთ ის, რომ 2016 წელს მნიშვნელოვანი დაზოგილი თანხები მივმართეთ ქალაქის კეთილდღეობაზე, შევიძინეთ ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც ქალაქს სჭირდებოდა,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ყრილობის გამართვის დეტალებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს