დავით ნარმანია: 2015 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა

2015 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და 101% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელმა ათვისების 97,% – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ბიუჯეტის შესრულების მსგავსი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

“ბიუჯეტი 2015 წელს გადაჭარბებით შესრულდა და 101% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელმა ათვისების 97%. ხარჯების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო როგორც ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტის ანგარიშიდან დარჩენილი ნაშთიდან თანხები მიმართული იქნება როგორც კეთილმოწყობის სამსახურის სამუშაოებზე, ასევე ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, როგორიც არის მეტროს მოდერნიზაცია, ქალაქში ახალი სანათი წერტილების მოწყობა, ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა და სტიქიასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება.

banner
წინა სტატიაში“მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება”- ჩერნოვეცკის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა