დავით მესხიშვილი: ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი ევაკუაციას უნდა დაექვემდებაროს

ტროტუარებზე გაჩერების დაგეგმილი დაშვება და დედაქალაში პარკირების შეზღუდევა გააპროტესტეს დღეს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში. საუბარია როგორც სოსო ჯაჭვლიანის მიერ მომზადებულ კანონრპეოტქზე, ასევე მერიის გადაწყვეტილებაზეც.

ორგანიზაციის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული 10-ლარიანი ჯარიმით ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას ცდილობს და ამ დროს ქვეითთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გადაადგილებას ზღუდავს.

„ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებთ აღნიშნულ პროექტს და ვაცხადებთ, რომ ტროტუარი არის ცალსახად ქვეითად მოსარგებლის, ეტლით მოსარგებლის. ამიტომ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომ არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებული გავხდებით, გავასაჩივროთ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი დაექვემდებაროს ევაკუაციას,“ – აცხადებს დავით მესხიშვილი.

banner
წინა სტატიაშიცესკოს მედია საშუალებებით გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას დაესწრება