დავით მესხიშვილი : ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა.

როგორც დავით მესხიშვილმა განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ სხვადასხვა სახის ღონისძიებები უნდა გაატაროს.

“გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უმოქმედი ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ევალებათ მგზავრების და მძღოლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ ბაზაზე შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას. გადამზადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომ საგზაო საპატრულო პოლიციამ შეძლოს და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება. გაიზარდოს სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები. სამართალდამცველმა ორგანოებმა შეისწავლონ ტექდათვალიერების ცენტრები. ამ საკითხში დღეს არის კორუფცია. მოწესრიგდეს ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა. დადგინდეს ე.წ. “შავი წერტილები” და აქ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები”, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების მიზეზები.

“გზების ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 32%-ით გაიზარდა ქვეითების დაშავების რაიდენობა. სიკვდილიანობა 28%-ით. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დაშავდა 10000-ზე მეტი ადამიანი. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს“, – აღნიშნა მესხიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
შემდეგი სტატიაანი მიროტაძემ “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა დაასახელა