დავით მაყიშვილის სკანდალური ინფორმაცია-თქვენი ყველას მონაცემები გააჩნია რუსეთის ფედერაციას

ვინ იქნება შემდეგი?!!!
არაერთხელ იქნა გაჟღერებული მასმედიით და არა ერთი ფაქტი იქნა გახმაურებული, ბოლო წლებში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან საიდუმლო ინფორმაციის, მათ შორის მოქმედი და თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების პირადი მონაცემების გადინების შესახებ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. მრავალი შემთხვევის მოწმე გავხდით თუ როგორ ახორციელებს რუსეთი იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დასჯას ვინც პირდაპირ ან ირიბად ღებულობდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
ალბათ ყველას კარგად გვახსოვს გია ცერცვაძის შემთხვევა, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლის ძებნაზე მყოფი, უპრობლემოდ გაატარეს საქართველოს საზღვარზე ისე რომ, არც კი გააფრთხილეს. საბედნიეროდ ის იმ მომენტში უკრაინაში მიფრინავდა და ამით გაუმართლა, უკრაინის ნაცვლად ის სომხეთში ან რომელიმე აზიის ქვეყანაში რომ ჩაფრენილიყო, ადვილად წარმოსადგენია, დღეს სად იქნებოდა გია ცერცვაძე, ან იქნებოდა კი ცოცხალი?
ამ შემთხვევის და გახმაურებული ფაქტის შედეგად გაირკვა რომ, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს ქონდათ ყველანაირი ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის საზღვრის კვეთები. იმ პერიოდში რუსულ ინტერნეტ საიტებზე გამოჩნდა ყოფილი სამხედრო მეთაურების პირადი მონაცემები მათ შორის პასპორტის ქსეროასლები და სხვა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ქართულის სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერ ჩაუვარდებოდა რუსეთს ხელში. ამ საფუძვლიან ეჭვს მიმყარებს ის რომ, 2015 წელს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის მოქმედმა თანამშრომელმა გია არდაზიშვილმა საქართველო დატოვა და ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენებით რუსეთში გაიქცა, დღემდის უცნობია რა სახის ინფორმაცია გაიტანა უშიშროების მოქმედმა თანამშრომელმა! (https://www.google.fr/url…), (https://www.google.fr/url…).
ალბათ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ კიდევ ერთი ფაქტი რომელიც 2016 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსის გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილის მოსკოვში ვიზიტს ეხება (https://www.google.fr/url…) საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს სასაზღვრო პოლიციის შეფის ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, მისი სამსახურეობრივი მოღვაწეობის პერიოდში.
აქვე მინდა შევეხო კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურა დღემდის დუმს. საქმე ეხება აუდიტის სამსახურის მიერ 2015-2016 წლის სკანდალურ დასკვნას, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის შესახებ, გამოქვეყნებულ მასალებით ირკვევა რომ, 2015 წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსი“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული „ფორტუნაჰოლდინგი“. კომპანიის დირექტორის პოზიციაზე მითითებულია ისრაელის მოქალაქე, ვინმე რაფაელ მაღალაშვილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებიდან სამი დღის შემდეგ, 2015 წლის 24 ივლისს შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსა“ და ვეტერანთა სამსახურს შორის ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. კომპანია ვალდებულებას იღებდა, შეექმნა და ემართა ექსკლუზიური „ვეტერანთა კლუბი“, მოეზიდა პარტნიორი კომპანიები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც „ვეტერანთა კლუბის“ სხვადასხვა აქტივობებს დააფინანსებდნენ.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ არც ერთი მსგავსი აქტივობა არ განხორციელებულა, თუმცა კომპანიის ხელში აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემები. რა თქმა უნდა ისმის კითხვა ვინ იყო ეს პიროვნება და სად წაიღო მებრძოლების მონაცემები? ( http://infonews.ge/სკანდალური-დასკვნა-ვინ-გ/).
დღეს როდესაც რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა მოგვიკლეს კიდევ ერთი ქართველი არჩილ ტეტუნაშვილი, ყველასათვის თვალნათელი უნდა იყოს რომ, ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, რადგან ხშირ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს ხელთაქვთ ისეთი მონაცემები რომელთა მოპოვება ფაქტიურად შეუძლებელია.
მინდა მოვუწოდო ყველა იმ ქართველს ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, თავი შეიკავეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, მასიური უმუშევრობის ფონზე სამუშაოს ძებნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რადგან თქვენი ყველას მონაცემები გააჩნია რუსეთის ფედერაციას და ნებისმიერ დროს შესაძლებელია აღმოჩნდეთ რუსეთის სპეცსამსახურების მძევალნი.

 თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილი 

banner
წინა სტატიაშიშემაშფოთებელი, საგანგაშო სიგნალები
შემდეგი სტატიამარტვილის გამგეობის ორი თანამშრომელი გირაოთი გაათავისუფლეს