დავით კირვალიძე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს

სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრი დავით კირვალიძე შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თანამშრომლობა დავით კირვალიძეს უკვე შესთავაზა.

“დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიიონალი. მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა დაბრუნების თაობაზე. მას დღეს უჭირავს მნიშვენლოვანი საერთაშორისო პოზიცია, აქვს კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა რთულია. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, შევთავაზე, დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით გაგვიწიოს დახმარება, მასთან აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების განცხადებას ავრცელებს