დავით კირკიტაძე: დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა

კირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ფეისბუქზე წერს, რომ ზოგიერთი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა.

“ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი სასაცილო მდგომარეობამდე დაეცა. თხზავენ ცილისწამებებს, რათა ხალხი დააკომპლექსონ ამა თუ იმ ჯგუფის პარტიის შიდა პროცესებში თითქოსდა ჩართულობით. ჩვენი მხარდამჭერებისა და აქტივისტებისათვის ყველაფერი ნათელია, 20 იანვარს ყრილობა კი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ”- წერს კირკიტაძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ოტობაიაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა- მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია სახელდება
შემდეგი სტატია“პროკურატურის მასალები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო”