დავით დვალი: რუსთავი 2-ის ბევრ თანამშრომელს ვხვდები, ველაპარაკები და კიდევ შევხვდები

„რუსთავი2“-ის დროებითი მმართველის დავით დვალის განცხადებით, ის ამ დღეებში ტელეკომპანიის ბევრ თანამშრომელს შეხვდა და დაელაპარაკა და შეხვედრების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. ამასთან დაკავშირებით დვალმა ტელეკომპანია „მაესტროს“ეთერში განაცხადა.

“არ ვიცი, ეს პროცესი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. ვერ გეტყვით, მე არაფერი მაქვს დასამალი, მე მაქვს კონტაქტები. დღეს ზალიკომ თქვა, რომ ჩვენი შეხვედრა კონფიდენციალური იყო. არ მეგონა, რომ ქორთიარდში შეხვედრა კონფიდენციალურია. შინაარს რაც შეეხება, თვითონ გაახმაურა. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბევრ თანამშრომელს ვხვდები და ბევრს ველაპარაკები და არა მგონია, ვინმეს უფლება ჰქონდეს, ეს ამიკრძალოს, კიდევ ბევრს შევხვდები“- განაცხადა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშიგაფიცული ექიმები ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ
შემდეგი სტატიაპრეპარატი „ლირიკა“დიდი მოთხოვნით სარგებლობს სოხუმელ ნარკომანებში