დავით დონდუა სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაამონტაჟებას რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაამონტაჟებას რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც დავით დონდუა აცხადებს, რუსეთის პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახელობის უფლებებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს”, – აცხადებს დონდუა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

“შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის უკანონო პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ქართული მხარე აღნიშნულ საკითხს დააყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდზე, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 ივნისს გაიმართება”, – განაცხადა დავით დონდუამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწობილი, რომ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება იქნება მალე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:”ქართული ოცნების”საარჩევნო შტაბის უფროსი კოკა გუნცაძე იქნება