რა თქმა უნდა ეს არჩევნები გაყალბდა ისეთნაირად, რომ ზუსტად ის პროცენტი მიიღეს, რაც აბსოლუტურ გამარჯვებას მოუტანდა „ქართულ ოცნებას, ჩემი ვარაუდით, 10 % არის მოპარული “,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტურში კვალავაც იქნება დაშინებები და სხვა ხერხი გამოყენებული, თუმცა გასათვალისწინებლია 500 ათასი ამომრჩევლის უფლებების დაცვა და ადვოკატირება პარლამენტში,
„მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას, არა იმიტომ, რომ გამარჯვების პირობას ვხედავ ამ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები გაიმართა – როგორც მოქმედებს კრიმინალური საზოგადოების გამოყენების, სუს-ის, გამგებლების, ფქვილის და ფულის დარიგების პირობებში, ასეთ ვითარებაში გამარჯვება არის ძალიან ძნელი. ჩვენ ყველა გარემოება უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიმართლის გასატანად“,- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.