დავით ჭიჭინაძე : ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული

ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, რომელიც მის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა.

„ალბათ, ტიპლინგის მაუგლი ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილაო, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს – ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გია ვოლსკიმ დღეს აღნიშნა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე არაკორექტული იყო.

banner
წინა სტატიაში“დაკავებულები ცემეს, ქალს თითები მოტეხეს, აწამეს ერთ-ერთის შვილიც” – ყაჩაღობაში მსჯავრდებულების ადვოკატები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს