დავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საავადმყოფოში წაუყენეს. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, გამოძიებას ორი დღის წინ გავრცელებული ვიდეოების გარდა მტკიცებულება არ აქვს.

დაკავებული დავით ბორჩაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. როგორც ცნობილია, მას დღეს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიტერორისტებისგან ნიუ-იორკს მაფია დაიცავს…
შემდეგი სტატიაპარლამენტი მთავარი პროკურორის კანდიდატურას დღეს დაარეგისტრირებს