დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის არაადეკვატურს უწოდებს.

როგორც ბერძენიშვილმა დღეს ჟუნალისტებს განუცხადა, პრემიერის შეთავაზება გონივრული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულება მაისში უნდა გამოსცეს, რაც ღიმილის მომგვრელია.

„კონტრასიგნაცია ისეთივე პოპულარული ტერმინია, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კინტრასიგნაცია თუ მაისშიც არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრემიერის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება, ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატურიარ არის“,-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმთ, მარტში, აპრილში ან თუნდაც მაისში პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლა მედიასაშუალეებს პრობლემებს შეუქმნიდა, ეს არ იქნებოდა კარგი საზოგადოებისადა მედიასაშუალებებისთვის, რადგან მხოლოდ არჩევნები არ არის ჩვენი ცხოვრება.

„ფინანსური თვალსაზრისით აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში საოლქო საარჩევნო კომისისებში პარტიები დანიშნავდენენ მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომლებსაც საქმე არ ექნებოდათ, ამიტომ ეს დამატებითი ფინანასური ტვირთი იქნებოდა. ბიუჯეტიდან მილიონები უნდა წასულიყო იმ საქმეზე, რომელიც გასაკეთებელი ვერ იქნებოდა“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკიევში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი არჩევნებზე გადაწყვეტილებას ცალკე ვერ მიიღებენ