დავით ბერძენიშვილი: “მრეწეველებმა” ერთი კონკრეტული კაცის პოზიციას არ უნდა გადააყოლონ კოალიციასთან ურთიერთობა

დეპუტატ დავით ბერძენიშვილის განცხდებით, “რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის პოზიციასთან.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,მრეწეველებმა’’ ერთი კონკრეტული კაცის პოზიციას არ უნდა გადააყოლონ კოალიციასთან ურთიერთობა.

„რესპუბლიკური” პარტიის წევრების განცხადებები ამ დღეების განმავლოაში სრულ თანხვედრაშია იმასთან, რა პოზიციაც გამოხატა კოალიციის ლიდერმა. ეს არ არის პარტიებს შორის გასარკვევი. ეს არის ერთი კაცის, გოგი თოფაძის დაპირისპირება თავდაცვის მინისტრთან, ევროატლანტიკურ კურსთან და საქართველოში ჩატარებულ სამართლიან არჩევნებთან. თემა დახურულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ,,მრეწველთა” პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალძე, რომელიც ფრთხლი, კორექტული კაცია, მაინც მეგობრისკენ გადაიხარა, ვიდრე პარტიული ინტერესების დაცვისკენ. როცა ტყემალაძემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება კოალიციის ლიდერს, მე არ მგონია, ეს კარგი იყოს“,-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ,,რესპუბლიკური პარტია” კარგად თანამშრომლობს ,,მრეწველებთან” და ერთი კაცის პოზიცია არ უნდა გადააყოლონ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა“.

დავით ბერძენიშვილი მიიჩენვს, რომ გოგი თოფაძეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს მისი სიტყვა პარლამენტიდან წასვლის შესახებ.

,,მივცეთ გოგი თოფაძეს მისი სიტყვის შესრულების შესაძლებლობა და არ დავუკავშიროთ თოფაძის არაადეკვატური განცხადებები ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ „მრეწველთა პარტიის“ პრობლემას. არ მინდა, ,,მრეწველთა” პარტიას ჰქონდეს პრობლემა. არ მინდა, ზურაბ ტყემალაძეს პრობლემა ჰქონდეს კოალიციასთან მიმართებაში. ამიტომ პრემეიერმა გადადგა კომპრომისული ნაბიჯი. ჩვენც ვდგამთ ამ ნაბიჯს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაგა ეს ნაბიჯი. ამოვწუროთ თემა. გოგი თოფაძეს მივცეთ შესაძლებლობა, შეასრულოს დანაპირები პარლაენტიდან წასვლის შესახებ“, – განაცხდა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა: მაგდა პაპიძეს მეუღლის მკვლელობის სცენარი დღიურში ჰქონდა აღწერილი
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე ვარაუდობს, რომ სახელმძღვანელოები არ გაძვირდება