დავით ბერძენიშვილი: გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა

ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის, ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, თუმცა ანტიევროპულობა ისევ დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა.

“ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვენლოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს. ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონსა და ლონდონმა თქვა, რომ ვართ მზად, ცხოვრება მათთნ ერთად გავაგრძელოთ“,- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული.

„მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპულმა პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადარიალის ხეობაში ამ დრომდე მეწყერსაშიში ვითარებაა