დავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაცია არ და ვერ იქნება მიბმული არჩევნებზე

ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის გადაწყვეტილი საკითხი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას.

„ეს ვერ იქნება და პირველ რიგში ეს არ იქნება არჩევნებზე მიბმული. ჩვენ გვაქვს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, ეს არის პროცედურები, რომელიც უნდა დასრულდეს, რომელიც იმედია დროულად დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, შესრულდა სამოქმედო გეგმა, არის პოზიტიური გზავნილები, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე დაველოდოთ პროცედურებს“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია„ოცნებამ“ სამეგრელოში „ნაციონალების“ შეხვედრების ჩაშლის გეგმა შეიმუშავა?