დავით ბაქრაძე – ველოდებით აღიარებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ღია იქნება

დღეს ჩვენ ველოდებით აღიარებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ღია იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ვიზალიბერლიზაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.
“ველოდებით, რომ სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც მთავრობამ გაატარა, იმ სწორი პოლიტიკის გამო, რომელიც განხორციელდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი იქნება ღია. ამის პირველი ნაბიჯი იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც იქნება პოზიტიური და რომელსაც გავეცნობით, მაშინ, როდესაც ის გამოქვეყნდება”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვცდილობთ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან”
შემდეგი სტატია,,უვიზო რეჟიმის შემოღებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრებლებისთვის”