ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ თედოწმინდაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, სოფელი ადგილობრივი ხელისუფლებისგან აბსოლუტურად უყურადღებოდაა დატოვებული, თუმცა უპირველეს პრობლემად გაზიფიცირებას, მიწების რეგისტრაციასა და გამრიცხველიანებას ასახელებენ.