დავით ბაქრაძე : საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, „შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია“:

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრზიები ამ კუთხით არ იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ხვალ ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნება
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა