დავით ბაქრაძე – მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა საზოგადოებრივ მოლოდინს ვერ პასუხობს

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა საზოგადოებრივ მოლოდინს ვერ პასუხობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ სამთავრობო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმ მიმართულებით, სადაც არსებობს საზოგადოების მოლოდინი, სადაც არსებობს, თუნდაც ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის მოლოდინი, სადაც არსებობს იმ ადამიანების მოლოდინი ვინც დღევანდელ უსამართლობას აპროტესტებს, არც ერთი ამ მიმართულებით არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ასეთი მიდგომით და შემადგენლობით ეს მთავრობა ვერანაირ პოზიტივს ვერ მოუტანს ამ ქვეყანას. ერთადერთი გამოსავალი არის არა სახელების და გვარების გადანაცვლება, არამედ მთლიანად ამ პოლიტიკური გუნდის დამარცხება და სახლში გაშვება ‘’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით 179 დაუსრულებელი მშენებლობაა
შემდეგი სტატიათუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით “ნაცმოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!