დავით ბაქრაძე: მამუკა ახვლედიანზე ზეწოლა განხორციელდა

უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანზე ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ახვლედიანის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები მათაც ჰქონდათ, თუმცა ის ფორმა და შინაარსი, რითაც მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლეს, დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მათ შორის მის თავმჯდომარესთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული პრეტენზიები, როცა საკითხი გიგი უგულავას დაპატიმრებასა და “რუსთავი 2”-ის საქმეს შეეხებოდა, მაგრამ ამ პრეტენზიების მიუხედავად, ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც მოხდა ახვლედიანის გათავისუფლება, არ შეიძლება არ ტოვებდეს ამ ადამიანის დევნის შთაბეჭდილებას. როცა მოსამართლე გამოდის და საუბრობს ზეწოლაზე, კორუფციაზე ამის პასუხად კი მას თანამდებობიდან ათავისუფლებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მკაფიო დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, ეს საკითხი გამოსაძიებელია. თავად სასამართლოს ინტერესებში უნდა იყოს, რომ ამ საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, მე ვიტყოდი, რომ ბატონი ახვლედიანის დევნამ, ისევე როგორც მოსამართლე ურთმელიძის მოქმედებებმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე და უგულავას 24-საათში დაკავებამ აჩვენა, რომ სასამართლოს თავისუფლება გახლავთ კიდევ ერთი ტყუილი – ისეთივე ტყუილი დაპირება, როგორიც “ქართული ოცნების” დაპირებებია სამუშაო ადგილებთან, დასაქმებასთან, იპოთეკარებთან და მთელ რიგ სხვა თემებთან დაკავშირებით”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიასირიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-სა და რუსეთის მიერ შედგენილ გეგმაზე თანხმობა განაცხადა