დავით ბაქრაძე: “გვახსოვს, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა”

ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ს ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას ადეკვატურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საქართველოს ევროპული მომავალი საკუთარ ბოღმას არ უნდა გადააყოლოს:
“არა ჩვენი, არა პოლიტიკოსების, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ასეთი განაჩენი ევროპის სასამართლოს ისტორიაში არის ძალია ცოტა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს ადეკვატურობა და საკუთარ ბოღმას ნუ გადააყოლებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპის სასამართლოს ისტორიაში არსებობს ერთადერთი პრეცენდენტი, როდესაც ხელისუფალმა, ქვეყანამ, არ გაითვალისწინა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ხელისუფალი გახლდათ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ხოლო ეს პოლიტიკური პატიმარი იულია ტიმოშენკო. ყველას გვახსოვს როგორ დაამთავრა მან,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიადარეჯან მინდიკაური : მაგდა პაპიძე მსახიობი იყავი მთელი ცხოვრება და ახლაც მსახიობი ხარ