დავით ბაქრაძე: დაბრუნდა დრო, როცა მანქანაში აფეთქებენ პოლიტიკოსებს, ტყუილად ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ

საქართველოში დაბრუნდა დრო როცა მანქანაში აფეთქებენ პოლიტიკოსებს, რის გამოც ზიანდებიან უდანაშაულო ადამიანები“, – ამ სიტყვებით მიმართა დავით ბაქრაძემ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ენმ-ს გამარჯვებით დასრულდება.

„ტყუილად ჰგონიათ, რომ ჩვენ შეგვაშინებენ. ამის დასტურია ჩვენი აქ შეკრება. ჩვენ არავის არ ვაშინებთ, მთელი საქართველო დაიღალა ზიზღით, ქვის სროლით და დაპირისპირებით, რომელსაც გვთავაზობს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ილაპარაკოს პროგრესსა და მომავალზე. თქვენთან ერთად სამ დღეში წერტილი უნდა დავუსვათ ერთმანეთისთვის ქვის სროლას და დავიწყოთ ახალი, უკეთესი საქართველოს შენება ახალი ენერგიით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატია“ვარდების მოედანზე” „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია იმართება