დავით ბაქრაძე: ჩვენ არასდროს არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულმა მოძრაობამ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ანექსია გააპროტესტა. ახალგაზრდებს პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, წევრები და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზებზე ისაუბრეს.

“ქალაქი, რომელიც ახლა ჩემ უკან ჩანს არის ცხინვალი და ის საოკუპაციო ზოლი, რომელიც გადის აქედან რამდენიმე მეტრში არის თითოეული ქართველის გულში გამავალი საოკუპაციო ზოლი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ჩვენი მიწის დაკარგვას, ჩვენ არასდროს არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს