დავით ბაქრაძე: ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას პირველი აგვისტოდან ვვარაუდობთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას პირველი აგვისტოდან ვარაუდობს.

მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 2017-2019 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების კონტექსტში, რომელშიც როგორც ყველა პროცესში, რაც უკავშირდება ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფორმირებას, პარლამენტი და სამოქალაქო სექტორია ჩართული.

“დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად, სრულად არის რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. პროცედურების დასრულების შემდგომ, ვვარაუდობთ პირველი აგვისტოდან დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას. 27 იანვარს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი სამი თვის შესრულების ანგარიშს წარმოგიდგენთ.

ახალი გეგმის ფორმატი არის დახვეწილი და აქტივობებთან ერთად შედეგებსა და ინდიკატორებსაც მოიცავს, რაც თავისთავად დაგეგმვის პროცესში საკმაოდ ართულებს ჩვენს სამუშაოს, თუმცა ამარტივებს შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით. ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ყველა ის პუნქტი, რომელიც 2014-16 წლების სამწლიან პროგრმაში იყო გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მე დავეხმარები სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად მოახერხებს შეინახოს ინსტიტუტი